Qualcomm-ი შემოდგომაზე ახალ პროცესორს წარადგენს ჭკვიანი საათებისთვის
7 თვის წინ

მიუხედავად იმისა, რომ Google-ი საკმაოდ ხშირად აახლებს თავის Wear OS საოპერაციო სისტემას ჭკვიანი საათებისთვის (აქამდე ცნობილი, როგორც Android Wear), ის მაინც არ გამოირჩევა პოპულარობით. ბოლო ორ წელიწადში Android-ზე მომუშავე საათების ბაზარი გაივსო უამრავი მოდელით სხვადასხვა მწარმოებლისგან, მათ შორის მოდური ბრენდებისგანაც. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Qualcomm-ს უკვე ორი წელია არ გამოუშვია Snapdragon 2100 საათების პროცესორის შთამომავალი და ყველა ეს საათი ფაქტობრივად ერთსა და იმავე პროცესორზე გამოდის. სისწრაფის განვითარება შეჩერებულია.

როგორც იქნა კომპანია ახალ პროცესორს ამზადებს და მასზე მომუშავე პირველ ჭკვიან საათებს უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ვიხილავთ. ახალი ჩიპსეტი დადასტურებული იქნა Qualcomm-ის SVP Pankaj Kedia-ს მიერ, რომლის თქმით: “პროცესორი ხელმისაწვდომი იქნება შემოდგომაზე, მათ შორის კი გამოვა “ფლაგმანური” ჭკვიანი საათიც, რომელიც სწორედ მას გამოიყენებს.” კომპანიის თქმით, სხვა მწარმოებლებიც უკვე წლის ბოლოსთვის გამოუშვებენ თავიანთ საათებს აღნიშნულ ჩიპსეტზე.

Android Wear-ზე მომუშავე პირველი ტალღის ჭკვიანი საათები იყენებდნენ მოდიფიცირებულ Snapdragon 400 პროცესორს, Snapdragon 2100-მა კი მცირე ცვლილებები მოგვივლინა და მეტი არაფერი. “მაგრამ როდესაც საქმე ეხება მესამე თაობას” – ამბობს Kedia, “ჩვენ მას სულ თავიდან ვქმნით, რათა ის იყოს შემუშავებული ჭკვიანი საათების უკომპრომისო გამოცდილებისთვის, მათ შორის გამოყოფილი ქვე-პროცესორებით, რომლებიც საათს “ლამაზს” გადიან, როცა მას არ უყურებთ, გაუმჯობესებული იქნება ფიტნეს ფუნქციონალი და რა თქმა უნდა ელემენტის ხანგრძლივობა”

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Qualcomm-ის ახალი პროცესორები სწორედ ისაა, რაც WearOS-ს ამდენი ხანია სჭირდება. Kedia-მ ასევე დაადასტურა რომ ხელმისაწვდომი იქნება ჩიპსეტის რამოდენიმე ვარიაცია, აქედან ზოგი GPS ან LTE-ით იქნება აღჭურვილი. დიდი ალბათობით მას NFC მოდულიც ექნება ჩაშენებული Google Pay უკონტაქტო გადახდებისთვის.

Kedia-ს თქმით – “ეს პროცესორი ფუნდამენტალურად შეცვლის WearOS ეკოსისტემას და იმას, თუ რას მოელით ჭკვიანი საათისგან, ის უკვე მუშაობს და ჩვენ ტესტურ პროტოტიპებს ვუგზავნით ჩვენს ზოგიერთ მომხმარებლებს”

როგორც უკვე იცით, Google-ი და Qualcomm-ი ამ ბოლო დროს ძალიან მჭიდრო პარტნიორობით გამოირჩევიან და ახალი პროცესორების გამოსვლა Pixel Watch-ის ანონსს მოასწავებს, რასაც ცალკე მოწმობს Evan Blass-ის Tweet-ი.

წყარო: Wareable