Huawei მალე bootloader-ის გახსნას დაბლოკავს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური მწარმოებელი Huawei დეველოპერებს ხშირად ახალისებდა ხოლმე მოწყობილობებით. მათი მიზანი იყო ის, რომ სმარტფონებზე ყოველთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი სისტემის არაოფიციალური ვერსიები. ამისთვის კი, როგორც ალბათ უკვე იცით, bootloader-ის გახსნაა საჭირო. აღნიშნული პროცესი აქამდე საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. როგორც ჩანს, Huawei-მ მისი დაბლოკვა გადაწყვიტა.

როგორც კომპანიის ამერიკული წარმომადგენლობის Twitter ანგარიშიდან ვკითხულობთ, 24 მაისის შემდეგ გამოსულ (და არა გაყიდულ) მოწყობილობებზე bootloader-ი აღარ გაიხსნება. იქამდე ნაყიდი ტელეფონების გასახსნელად კი 60 დღიანი პერიოდი გვაქვს.

რაღა დაგიმალოთ და Project Treble-ის თავსებადობა და ღია bootloader-ი იყო ის ორი მიზეზი, რის გამოც Huawei-ს პატივს ვცემდი. სამწუხაროდ, დაბლოკილ bootloader-ზე Project Treble-იც კი კარგავს მნიშვნელობას.

წყარო: Huawei