Google Maps-ი ჯგუფური შეხვედრების დაგეგმის საშუალებას მოგცემთ
2 თვის წინ

ალბათ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მეგობრებმა გადაწყვიტეთ სადმე სასიამოვნო საღამოს გატარება, მაგრამ ვერც ერთმა თქვენგანმა ვერ მოიფიქრა სად.  ხშირად მათი სხვადასხვა შეხედულების გამო გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულდება და დროშიც იწელება. მაგრამ დღეიდან Google Maps-ის საშუალებით თავს აარიდებთ უამრავი ბმულის სხვადასხვა ჩათში გაგზავნასა და უაზრო დისკუსიას.

უფრო კონკრეტულად, Google Maps-ს დაემატა ახალი ფუნქცია, რომლითაც სასურველ დასაჯავშნ ადგილებს ერთად მოუყრით თავს და გაუზიარებთ მეგობრებს. შემდეგ კი ხმის მიცემის შესაძლებლობით გამოავლენთ საუკეთესოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფის ყველა წევრს შეუძლია ადგილების დამატება, წაშლა და ხმის მიცემა.

აღნიშნული ფუნქცია Google Maps-ს ამ კვირაში დაემატება და ხელმისაწვდომი გახდება როგორც Android, ისე iOS საოპერაციო სისტემაზე.