Google Fit აპლიკაციამ ახალი დიზაინი მიიღო
2 თვის წინ

Google-ის ახალ სამომხმარებლო დიზაინს კიდევ ერთი აპლიკაცია შეემატა, კომპანიამ Google Fit-ის ინტერფეისი განაახლა. თუ ხართ სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და გსურთ აკონტროლოთ თქვენი ყოველდღიური აქტივობა ეს აპლიკაცია ნამდვილად დაგეხმარებათ.

განახლებულ სამომხმარებლო ინტერფეისთან ერთად იგი ორი კომპონენტის ირგვლივ მუშაობს. Move Minutes აკონტროლებს თქვენს მოძრაობასა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, როგორიცაა თუნდაც კიბეებზე ასვლა, სარბენ ბილიკზე ვარჯიში და სხვა, რის შედეგადაც თქვენ გიგროვდებათ Heart Point-ები, იგივე ქულები. თითო ქულა გეძლევათ ერთ წუთიან ნებისმიერ აქტივობაში, იქნება ეს ძაღლის გასეირნება თუ გამაჯანსაღებელი სირბილი. აპლიკაცია ასევე გიჩვენებთ აქტივობების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საკმარისია გულის სხვადასხვა დაავადებების რისკის შემცირების, ძილის მოწესრიგებისა და თქვენი პროდუქტიულობის გაუმჯობესებისთვის.

Google Fit-ს ასევე შეუძლია ავტომატურად გამოიცნოს თქვენი აქტივობა GPS-ისა და აქსელერომეტრის საშუალებით. მაგალითად თუ თქვენ სეირნობთ და უეცრად სირბილი გადაწყვიტეთ, ის ამას მიხვდება და თქვენს აქტივობას შესაბამისად გაანალიზებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აქტივობების არჩევა ხელითაც შესაძლებელია, აპლიკაცია კი ამასობაში თვენს მოძრაობის დროს და Heart ქულებს გამოთვლის.

განახლებული ინტერფეისი ამ კვირაში ოფიციალურად გაეშვება, აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია, როგორც თქვენს სმარტფონზე, ისე Wear OS-ზე მომუშავე ჭკვიან საათზე.