Gmail-ს გაგზავნილი ელექტრონული წერილების დაბრუნების ფუნქცია დაემატა
4 კვირის წინ

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა გაგზავნილ ელექტრონულ წერილში გიპოვნიათ შეცდომა და გიფიქრიათ მის უკან დაბრუნებაზე. Google-ი სამომავლოდ ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა Gmail-ის აპლიკაციაში უჩვეულო ფუნქცია აღმოაჩინა, რომლის საშუალებითაც სწორედ ესაა შესაძლებელი.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, როდესაც თქვენ გააგზავნით ელექტრონულ წერილს, რამდენიმე წამის განმავლობაში გექნებათ მისი გაუქმების შესაძლებლობა. როგორც სურათებიდან ჩანს ასევე შესაძლებელია უკვე გაგზავნილი წერილის უკან დაბრუნებაც.

წერილის გაგზავნის შემდეგ ეკრანის ქვემოთ დაეხატება გაგზავნის სტატუსის ზოლი გაუქმების ღილაკით, რომელზეც დაჭერის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ ამ შეტყობინების ჩასწორების ან საერთოდ წაშლის. აღნიშნული ფუნქცია Gmail-ის 8.7 ვერსიაში აღმოაჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ უცნობია ოფიციალურად როდის გახდება ხელმისაწვდომი.

მათ, ვისაც გსურთ გამოსცადოთ ეს ფუქნცია, განაახლეთ Gmail-ი ბოლო ვერსიაზე (8.7), აღნიშნული ფუნქცია კი აპლიკაციის Force close-ით დახურვის შემდეგ შესაძლოა გამოჩნდეს.