შემდეგი თვიდან Chrome-ს ახალი მატერიალური დიზაინი ექნება
3 თვის წინ

როგორც იცით, Google-მა Android Pie-სთან ერთად ინტერფეისის ახალი დიზაინი Material 2.0 წარადგინა, რომელიც ნელნელა ეშვება Google-ის მთლიან ეკოსისტემაში. Chrome-ის დეველოპერებმაც არ დააყოვნეს და განახლებული სამომხმარებლო ინტერფეისი წარმოადგინეს. ჯერჯერობით მისი გააქტიურება ხელითაა შესაძლებელი, მაგრამ Chrome-ის შემდეგ, 69-ე ვერსიაში აღნიშნული დიზაინი ოფიციალურად გაეშვება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი მოერგება სხვადასხვა საოპერაციო სისტემას, მათ შორის Windows-ს, MacOS-ს, iOS-სა და Android-ს.

განახლებული ინტერფეისით Chrome-ი ახლა უფრო მარტივი და დახვეწილია. ცვლილება განსაკუთრებით შეეხო საძიებო და საიტების ველს, მომრგვალდა კუთხეები, შეიცვალა ხატულები და ინტერფეისი უფრო მეტად მატერიალური გახდა. დიზაინი უკვე მთლიანადაა მორგებული სენსორული მოწყობილობებისთვის, რაც აქამდე ყოველთვის პრობლემა იყო.

რაც შეეხება მობილურ ვერსიას აქაც მსგავსი ცვლილებებია, მაგრამ თუ დააკვირდებით საიტები Task ბარში ახლა ჰორიზონტალურადაა განლაგებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, აღნიშნული დიზაინის გააქტიურება ხელითაც შესაძლებელია, ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმულები.

Mac, Windows, Linux: chrome://flags/#top-chrome-md

Android: chrome://flags/#enable-chrome-modern-design