Google Allo 21 სექტემბერს გამოვა

მოგესალმებით გუგლერებო. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში სტატიებს ვეღარ ვწერდი, მაგრამ დღეიდან ეს შეიცვლება. ბევრ თავის მართლებას აღარ მოვყვები. მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

როგორც უკვე იცით, Google I/O-ზე Google-მა ორი ახალი აპლიკაცია, Duo და Allo წარადგინა. ერთ-ერთი მათგანი Duo, რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. დღეს კი (კიდევ ერთხელ) გავრცელდა ინფორმაცია, რომ Allo ზაფხულის ბოლო დღეს, 21 სექტემბერს გამოვა.

აღნიშნული ინფორმაცია (დაახლოებით) ევან ბლასმა, იგივე @evleaks-მა გაავრცელა, რომელიც ცნობილია იმით, რომ მისი გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში სწორია ხოლმე.

გაითვალისწინეთ, რომ Allo შესაძლოა ზუსტად 21 სექტემბერს არ გამოვიდეს, თუმცა მას ამ კვირის ბოლომდე ნამდვილად ვიხილავთ. იქამდე კი გირჩევთ, კიდევ ერთხელ გაეცნოთ ამ ჭკვიანი მესენჯერის შესაძლებლობებს.

წყარო: @evleaks